+995 593 44 44 38
← უკან სიაში

რა ქნა, თუ Tesla-ს დამტენის კონექტორი არ გამოდის? (DIY ინსტრუქცია) — DIY | TESLASHOP.GE

2026-01-28 05:20:14 • ⭐ 0
ზოგჯერ დატენვის დასრულების შემდეგ კონექტორი არ თავისუფლდება და კაბელი ვერ ამოდის. ეს პრობლემა ხშირია და უმეტეს შემთხვევაში სერვისი არ არის საჭირო.

📌 როდის ხდება ეს?

დატენვა ახლახან დასრულდა

მანქანა არ არის სრულად Unlock-ზე

სისტემა „დაფიქრდა“

სიცივეში კონექტორი ოდნავ იკეტება

🟢 ნაბიჯი 1 — სტანდარტული გათავისუფლება

1️⃣ გახსენი მანქანა (Unlock)
2️⃣ ეკრანზე შედი: Controls → Charging → Stop Charging
3️⃣ დააჭირე კონექტორის ღილაკს 2–3 წამით
4️⃣ ფრთხილად ამოიღე კაბელი

🟢 ნაბიჯი 2 — თუ მაინც არ გამოდის

✔️ გააკეთე Soft Reset
– ორივე scroll wheel 10–15 წამი
✔️ დაელოდე ეკრანის სრულ ჩართვას
✔️ ისევ სცადე კონექტორის ამოღება

🟠 ნაბიჯი 3 — Manual Release (უკიდურესი გზა)

⚠️ გამოიყენე მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა არ მუშაობს.

უკანა საბარგულში / ფრთის ქვეშ არის Manual Release კაბელი

მსუბუქად მოქაჩე და პარალელურად ამოიღე კონექტორი

⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილებები

❌ არ მოქაჩო ძალით

❌ არ გამოიყენო ხელსაწყოები

❌ არ ამოიღო კონექტორი დატენვის შეჩერების გარეშე

დაამატე კომენტარი